4 კვირა

16 ოქტომბერი ..
 .. 22 ოქტომბერი

14) ნაერთის შემადგენელი ელემენტებისა და მათი ჯგუფების ჟანგვის ხარისხის გამოყვანა.
15) ნაერთთა სტრუქტურული ფორმულების გამოყვანა.
16) ქიმიური გარდაქმნები.


14) ნაერთის შემადგენელი ელემენტებისა და მათი ჯგუფების ჟანგვის ხარისხის გამოყვანა

        რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკ-სისტემისაგან, რომელსაც  მოლეკულა ეწოდება. საჭიროა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ელექტრულობის თვალსაზრისით მოლეკულის მუხტი ყოველთვის ნულის ტოლია, იმის მიუხედავად, რომ მისი შიგთავსი არის სავსე დამუხტული ნაწილაკებით. უფრო მეტიც, რამდენადაც გვახსოვს, ამ ელექტრულად ნეიტრალურ მოლეკულებს ქმნიან ატომთა ჯგუფები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამუხტულ იქნან და ასეთ ატომებს უკვე იონები ეწოდებათ. უკანასკნელი მოვლენა დაკავშირებულია ატომთა გარე ელექტრონთა გადასვლით პარტნიორი ატომების შემადგენლობაში. თუმცა მიაქციეთ ყურადღება, რომ ელექტრონთა შიდა მიგრაციის გამო მთლიან მოლეკულაში დადებითი და უარყოფითი მუხტების საერთო ჯამი მაინც არ იცვლება. მოლეკულის ფარგლებში ელექტრონთა გადანაწილებას მოჰყვება ამ სისტემის სხვადასხვა უბნების დამუხტვა ადგილობრივად (პოლარიზაცია). მუხტები ტიპიურად ჩნდებიან მოლეკულის შემადგენელ წევრ ნაწილაკებში: ატომებში და იონებში. ქიმიურ ფორმულებში მათი ასახვა ხდება ელემენტის სიმბოლოს მარჯვენა ზედა კუთხეში. მაგ.: CaO ნაერთისათვის Ca2+O2-, HNO3 ნაერთისათვის H+N5+O2-3

ერთი და იგივე ქიმიური ელემენტისაგან შემდგარი (მარტივი) ნივთიერების მოლეკულების ატომების ჟანგვის ხარისხი გახლავთ ნული, ვინაიდან ასეთ ატომებს შორის არ ხდება ელექტრონთა მიგრაცია რომელიმე ატომის ბირთვის სასარგებლოდ და ამრიგად მათში შენარჩუნებულია პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობის ტოლობა (სქემა 1).

(სქემა 1)

ხოლო ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დროს კი მორეაგირე ელემენტთა ატომებს შორის ხდება სავალენტო ელექტრონთა გადანაწილება (სქემა 2: CaCl2).

(სქემა 2)

მოლეკულის შემადგენელი ის ფრაგმენტი იმუხტებიან უარყოფითად სადაც თავს იყრიან გადმოსული ელექტრონები (დამჟანგველ ელემენტებთან), ხოლო მოლეკულის ის ფრაგმენტები საიდანაც ხდება ელექტრონების ჩამოშორება (აღმდგენი ელემენტები) იმუხტებიან დადებითად მათთან უარყოფითად დამუხტული ელექტრონების დეფიციტის წარმოქმნის გამო.


ქიმიური ფორმულიდან ჟანგვის ხარისხის გამოყვანა

ქიმიური ფორმულა ახასიათებს ნივთიერების ერთ მოლეკულას. იმ ფაქტის ცოდნა, რომ მოლეკულის მთლიანი მუხტების ჯამი ყოველთვის ნულის ტოლია ხელს უწყობს ფორმულიდან მისი თითოეული წევრის ჟანგვის ხარისხის დაზუსტებას (გამოყვანას). ასე მაგალითად თუ ბინარულ ნაერთებში ერთი ელემენტის ჟანგვის ხარისხი არის ცნობილი, ჩვენ იოლად ვიგებთ მეორე ელემენტისათვის. იხ. ქვემოთ მოცემული მარტივი ანალიზი:

(სქემა 3)

სქემა 3 () და () MnO2 მანგანუმის ოქსიდში არსებული ჟანგბადის ჟანგვის ხარისხი 2 მრავლდება ნაერთში რსებულ ამ ჟანგბადატომთა რაოდენობაზე ორზე; ამრიგად ფორმულაში გვაქვს (2)×2 ოთხი მინუსი 4; (სქემა 3) შესაბამისად ფორმულაში მუხტთა ნულოვანი ბალანსის მისაღწევად საჭირო იქნება 4+; (სქემა 3), რომელიც შეესაბამება Mn-ის უცნობ ჟანგვის ხარისხს.

ამის ანალოგიურად შესაძლოა ზუსტად განისაზღვროს უცნობი/ცვალებადი ჟანგვის ხარისხი მრავალელემენტიანი ფორმულიდანაც კი, თუკი მის გარდა ცნობილი იქნება ყველა დანარჩენი ელემენტების ჟანგვის ხარისხები.

(სქემა 4)

ასე მაგალითად სქემა 4 ()ში იმავე მანგანუმს სავსებით შესაძლებელია "4+"საგან განსხვავებული ჟანგვის ხარისხი გააჩნდეს ვიდრე მას სქემა 3ში ჰქონდა. ამის დასადგენად საკმარისია დავაფიქსიროთ დანარჩენი ელემენტების ჩვენთვის ცალსახად ცნობილი ჟანგვის ხარისხები,  მაგალითად ჟანგბადის (სქემა 4 ) მისი ჟანგვის ხარისხი პრაქტიკულად ყოველთვის გახლავთ 2 ამასთან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოცემული ნაერთის მოლეკულაში ოთხი ჟანგბადატომია ამიტომ ფორმულის მუხტების ჯამში იქნება (2)×4 რვა მინუსი 8 ასევე კალიუმის (სქემა 4 ) რომელიც ყოველთვის არის 1+; ამრიგად ფორმულაში ცნობილ მუხტთა სიდიდეების ჯამს შეადგენს 7 (არსებული 1+ და 8 შეკრებით); (სქემა 3) შესაბამისად ფორმულაში მუხტთა ნულოვანი ბალანსის მისაღწევად "X+"ის ადგილას საჭირო იქნება 7+; (სქემა 3), რომელიც შეესაბამება Mn-ის უცნობ ჟანგვის ხარისხს.

 

15) ნაერთთა სტრუქტურული ფორმულების გამოყვანა

        მოლეკულების სქემატური გამოსახვა სტრუქტურული ფორმულების სახით ფლობს იმ უპირატესობას, რომ მისი შემადგენლობის გარდა ჩანს ატომთა ურთიერთკავშირი.

სტრუქტურული ფორმულები
download and open
   სასურველია პრეზენტაციის ფაილი ჯერ გადმოწეროთ (save as) და შემდეგ გახსნათ;
   გახსნილი პრეზენაციის დასაწყისიდან გასაშვებად დააჭირეთ ღილაკს F5;
   პრეზენტაციის მონიშნული სლაიდიდან გასაშვებად დააჭირეთ Shift + F5

16) ქიმიური გარდაქმნები
 

პრეზენტაცია ქიმიური გარდაქმნების შესახებ
download and open
   სასურველია პრეზენტაციის ფაილი ჯერ გადმოწეროთ (save as) და შემდეგ გახსნათ;
   გახსნილი პრეზენაციის დასაწყისიდან გასაშვებად დააჭირეთ ღილაკს F5;
   პრეზენტაციის მონიშნული სლაიდიდან გასაშვებად დააჭირეთ Shift + F5