ინფორმაცია

12 იანვარი ..
..
14 იანვარი


შეფასების კომპონენტი "სტუდენტის აქტივობა/პრეზენტაციის" შესახებ
 

     
     

 

განცხადება


 

ძვირფასო სტუდენტებო,
როგორც მოგახსენეთ მოცემული დისციპლინის სასწავლო კურსის შეფასების შემადგენელ ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კომპონენტი "სტუდენტის აქტივობა/პრეზენტაცია", 22 ქულის დაგროვების შესაძლებლობით. ამ კომპლექსურ შეფასებაში გათვალისწინებული მაქვს ორი შეღავათი.

1) იმ მოწადინებულ სტუდენტს ვისაც გააჩნია დაბალი დასწრება და აქედან გამომდინარე აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი შესაძლებლობა ეძლევა გამოიყენოს შეფასების ეს დიდი რეზერვი ალტერნატიული გზით;
2) მონაწილეების რაოდენობის გაზრდის მიზნით პრეზენტაციის ზეპირი ფორმატის ნაცვლად დაწესებული მაქვს წერითი;

ამასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი სესიის ჩატარების ობიექტურობის უზრუნველყოფას ენიჭება მაღალი პრიორიტეტი. გამოცდაზე მონაწილის არაკეთილსინდისიერი გზების გამოყენებას მოჰყვება ნაშრომის მიუღებლობა.

ქვემოთ განგიმარტავთ რა პირობებით იქნება შესაძლებელი სტუდენტის მიერ გამოუყენებელი "აქტივობის/პრეზენტაციის" 22 ქულიანი რეზერვის რეალიზაცია ალტერნატიული გზებით.

გისურვებთ წარმატებებს! 

 

 
კომპონენტის შეფასების თქვენთვის შესაძლო ეტაპები:

სტუდენტისათვის შედგენილი კითხვარის შევსება (პირველ ლექციაზე, რომ დაგირიგდათ იმის მსგავსი).

ქიმიურლაბორატორიული ამოცანების გამოყვნა

ინტერვიუ (გასაუბრება)

 
    ცნობისთვის:
სამივე ეტაპის გავლა სავალდებულო არის მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის ვისაც საბოლოოდ სურს შეფასების შემდეგი დონის მიღება:
 

ფრიადი

91 - 100 ქულა

ძალიან კარგი

81 - 90 ქულა