ინფორმაცია


დასკვნით გამოცდაზე დაშვების თაობაზე
 

 

მზადება დასკვნითი გამოცდისათვის


 

ძვირფასო სტუდენტებო,

დასკვნითი გამოცდა დისციპლინაში "სამედიცინო ქიმია" დანიშნულია 17 იანვარს (პარასკევს),
ხოლო აღნიშნული გამოცდის გადაბარება - 27 იანვარს (ორშაბათს).

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია იმ სტუდენტების სიები, რომლებიც:

ამჟამად დააგროვეს შეფასების კომპონენტთა ჯამის მინიმუმი (25 ქულა) და ამგვარად არიან დაშვებულნი დასკვნით გამოცდაზე 17 იანვარს.

ამჟამად არ დააგროვეს შეფასების კომპონენტთა ჯამის მინიმუმი (25 ქულა) და შეიძლება დაშვებულნი იქნან მხოლოდ დასკვნითი გამოცდის გადაბარებაზე 27 იანვარს. იმ პირობით, თუ გადააბარებენ დავალებულ სესიას (ქვიზს/შუალედურ გამოცდას). აკადემიური მოსწრების ე.წ. "ყვითელი სია": სესიადავალებული სტუდენტები.

მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში არ დააგროვეს და ამჟამად ვერ დააგროვებენ კომპონენტთა ჯამის მინიმუმს (25 ქულას) და არ დაიშვებიან, როგორც დასკვნით გამოცდაზე (17 იანვარს) არც მის გადაბარებაზე (27 იანვარს). აკადემიური მოსწრების ე.წ. "შავი სია": საგანდარჩენილი სტუდენტები.

 

 
  ⚠️ ყურადღება:

აქტიურობის ქულა (MAX=22) ფაკულტეტის წესით თანახმად იქნება ანულირებული თუ მისი საბოლოო მნიშვნელობა არ გადალახავს ბარიერს 10 ქულას. ამრიგად იყავით ყურადღებით, როდესაც მოგიწვევთ "წერით პრეზენტაცია/გასაუბრებაზე" 18-26 იანვრის შუალედში. აქტიურობის კომპონენტს თქვენ შესძლებთ დაამატოთ ქულები შემდეგი შემოთავაზებული აქტივობებით:
(1) კითხვარის შევსება; (2) ქიმიურლაბორატორიული ამოცანების გამოყვნა; (3) გასაუბრება.


მომდევნო სემესტრის განმავლობაში სტიპენდიის მოპოვების მსურველი სტუდენტი ვალდებულია განმიცხადოს ამის შესახებ არაუგვიანეს 10 იანვრისა. მისთვის სავალდებულოა ზემოაღნიშნული ეტაპების გავლა დასკვნით გამოცდაზე გასვლამდე.

 

 

APPROVED


დასკვნით გამოცდაზე დაშვებული სტუდენტების სია (17 იანვარს)
 

 

ON PROBATION


დასკვნითი გამოცდის გადაბარებაზე დაშვების შანსის მქონე სტუდენტების სია (27 იანვარს)
 

 

DENIED


დასკვნით გამოცდაზე დაშვების არმქონე სტუდენტები (არც 17 და არც 27 იანვარს)
 

საგანდარჩენილი სტუდენტების სიის სანახავად დააჭირეთ აქ

  Hasta la vista... chicos.